ბოლო სიახლეები

26 ივნისი 10:59 2015
    გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონში, სოფ. კრწანისში გამავალ საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს 26 ივნისს 11.00-დან 17.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ კრწანისის და გიგანტის დასახლების კორპუსებისა და კერძო სექტორის  ნაწილს, ასევე, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (სულ - 500-მდე აბონენტს).     შპა ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.  

25 ივნისი 05:16 2015
2015 წლის 25 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ" 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალურ მმართველს ბატონ გია ბენაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2016 წლის 1 იანვრამდე.

24 ივნისი 04:03 2015
   შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” იზიარებს თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპული და დაზარალებული ოჯახების ტრაგედიას და უთანაგრძნობს ყველა დაზარალებულსა და უსახლკაროდ დარჩენილს. ამასთან, გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას, რომ ბავშვებისა და მოზრდილების საყვარელი თავშეყრის ადგილი - ზოოპარკი თითქმის მთლიანად განადგურებულია. აღარ არსებობს, აგრეთვე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი ტკივილია.    ვინაიდან კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და არ გააჩნია ფინანსური დახმარების ან ქველმოქმედების გაწევის უფლება, კომპანიის თანამშრომელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაზარალებულთა დასახმარებლად ხელფასებიდან შეგროვდა 20 000 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილდა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ანგარიშზე გადაირიცხა 15 ათასი ლარი, ზოოპარკის ანგარიშზე - 4 ათასი ლარი, ხოლო ელიზბარაშვილის…

24 ივნისი 03:22 2015
    თბილისის ვაკის რაიონში, შ. ნუცუბიძის პლატოს IV  მიკრორაიონის ტერიტორიაზე მდებარე საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 25 ივნისს, 10.00-დან 17.00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შ. ნუცუბიძის პლატოს IV  მიკრორაიონს, II  მიკრორაიონის # 1, 2, 3  კორპუსებსა და ე.წ. მხატვრების დასახლებას (სულ - 2900-მდე აბონენტს).      შპს „ ყაზტრანსგაზ-  თბილისი“  ბოდიშს უხდის  თავის  აბონენტებს  დისკომფორტისთვის   და    მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

23 ივნისი 04:17 2015
      ვაკის რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქუჩაზე მდებარე საშუალო წნევის გაზსადენზე შექმნილი საავარიო სიტუაციის გამო დღეს, 23 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე შენობებს (სულ 1500-მდე აბონენტს).     შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავარიიის სალიკვიდაციო სამუშაოს ინტენსიურად აწარმოებს. გაზმომარაგება დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება.

23 ივნისი 03:26 2015
      23 ივნისს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიორგი ბენაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა 13-14 ივნისის სტიქიის გამო დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე დასრულებული სამუშაო დაათვალიერეს.       ბუნებრივი აირის მილსადენის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  7 საავარიო ბრიგადა რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ახორციელებდა. დღეისთვის  ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge