მსხვილი მომხმარებლებისათვის

კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესებს

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

პატივცემულო აბონენტებო
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ გატყობინებთ, რომ კომპანიის მხრიდან გაწეული ნებისმიერი ფასიანი მომსახურების ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მხოლოდ კომერციული ბანკების მეშვეობით და არა - ნაღდი ანგარიშსწორებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და ყველა ფასიანი მომსახურების მიღების დროს თანხა გადაიხადოთ მხოლოდ კომერციული ბანკების მეშვეობით.

სერვისები

სიახლეები

2017-07-18 17:54:14
   შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი დადგენილი იყო 2007 წელს და ის დღემდე მოქმედებდა.    კომპანიის მიერ 2017 წლის თებერვალში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების გაანგარიშებისა და დადგენის მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკი-ს დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სემეკში წარდგენილი იქნა  სატარიფო განაცხადი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუდიტორული კომპანია E&Y აუდიტორული დასკვნა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საგადასახადო დეკლარაციები, მოქმედი ხელშეკრულებები, გაწეული ინვესტიციების და ხარჯების დამასტურებელი დოკუმენტაცია და  ყველა სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია).  სატარიფო განაცხადის განხილვის შედეგად სემეკ-მა იმსჯელა და 2017 წლის 18 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  რეგულირებად სეგმენტში…

2017-01-09 18:32:16
 დღეს, 2017 წლის 9 იანვარს,  შპს  „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს მთავარმა ინჟინერმა, ბატონმა გიორგი ლეფსვერიძემ, კიდევ ერთხელ მიმართა   კომპანიის  აბონენტებს    ბუნებრივი აირის  მოხმარებაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე  სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ დღეს, ტელეკომპანია იმედის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. გთხოვთ, გაეცნოთ  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს სპეციალურ განცხადებას და რეკომენდაციებს, უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით.   ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის მომხმარებლების მიერ ჩაირთო სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი არ არის სათანადოდ შემოწმებული და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, გარემო ტემპერატურის კლებიდან გამომდინარე, ოთახებში სითბოს შენარჩუნების მიზნით გაზის მომხმარებლების მხრიდან არ ექცევა სათანადო ყურადღება იმ სათავსების პერიოდულად განიავების…

2017-01-06 18:23:28
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შ.პ.ს ”ყაზტრანს-გაზ თბილისის” და ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. http://www.energy.gov.ge/show news mediacenter.php?id=667&lang=geo

2017-01-06 18:04:02
2017 წლის 5 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, 9 საათიანი „კურიერის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთ-ერთი აბონენტის ინფორმაციას მის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გაზრდილ გადასახდელთან დაკავშირებით, გვინდა განვმარტოთ შემდეგი: სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბონენტის მიერ წარმოდგენილი ქვითრები ასახავდა 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ხარჯებს არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, აბონენტის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ქვითარი ასახავს მის მიერ არა  2015 წლის დეკემბერში, არამედ 2016 წლის გაზაფხულის, მარტის თვეში მოხმარებული გაზის ხარჯს 140,96 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ქვითარში ასახულია 2016 წლის დეკემბრის  თვეში მოხმარებული გაზის ხარჯი, რომელიც დეკემბრის თვის საშუალო დღიური…

2017-01-05 13:46:45
შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალური განცხადება   შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორი ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძე დღეს მედიასაშუალებებთან გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ხარჯის ზრდასთან დაკავშირებით.   ნინო თურმანიძემ განმარტა, რომ „2016 წლის დეკემბრის თვეში   მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბ მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ნოემბერში  მიღებული იყო 82 მლნ კუბ მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული  ბ/აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბ. მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით  49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 26%.  

2016-12-30 19:39:35
2016 წელი მნიშვნელოვანი იყო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“. განვლილ წელს კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების და მიღწევების შეჯამების შედეგად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ამოცანებს, ასევე, დასახა მომავალი სამოქმედო გეგმა და განსაზღვრა პრიორიტეტები. 2016 წელს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინაშე არსებული გამოწვევებიდან ძირითადად აღსანიშნავია მიმდინარე ზამთრის სეზონისთვის მზადების და მომხმარებელთა უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის აბონენტთა რიცხოვნობა ყოველწლიურად იზრდება 7-8 %-ით. მხოლოდ 2016 წლის პერიოდში  განხორციელდა 17 000-მდე ახალი მომხმარებლის გაზიფიცირება. ამასთან, საგრძნობლად იმატა იმ არსებულ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომელთაც სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოების დამატების…

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   საავარიო სამსახურის ცხელი ხაზი: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge