მთავარი / სიახლეები

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს

2018-09-12 17:55:47
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სრულად შეცვალა გაზგამანაწილებელი ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და კომპანია ახორციელებს ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან დროებით შეეზღუდებათ გაზმომარაგება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს, კერძოდ: საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი, საირმის 16, შევარდენიძის ქ., ასათიანის ქ, ზაქარიაძის, კარტოზიას ქ., თამარაშვილის ქ. 13, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხი და შესახვევი, შალვა ნუცუბიძის ქ. 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისი, დელისის III ქუჩა, ნადარეიშვილის ქ. 8ა, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სამედიცინო უნივერსიტეტი, ავერსის კლინიკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14 სექტემბრის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება ამავე დღის 18:00 საათამდე. 
13 სექტემბერს ასევე დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეგმავს გაზმომარაგების დროებით შეზღუდვას შემდეგ მისამართებზე:
• მთაწმინდაზე, ნიაღვრისა და კოტეტიშვილის ქუჩების ნაწილი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
• მთაწმინდაზე, კერესელიძის ქუჩა - 10:00 საათიდან 13:30 საათამდე;
• საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ.27გ - 11:00 საათიდან 13:30 საათამდე;
• ნაძალადევში, ბენდელიანის ქ. 1ა - 12:00 საათიდან 17:30 საათამდე;
• ნუცუბიძეზე, უნივერსიტეტის ქ. 2 – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე;
• ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, კორპუსი 1 – 11:00 საათიდან 13:30 საათამდე;
• ავჭალა 2-ისა და გაზის დასახლების კერძო სექტორის ნაწილი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
• ისანში, გუთნის ქ. 15 – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე;
• სამგორში, გუმათჰესის ქ.19 – 11:00 საათიდან 17:30 საათამდე;
• სამგორში, ჭიჭინაძის ქ. 1-7 – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე;
• სოფელ წინუბანში, მშვიდობის ქ.16 – 13:00 საათიდან 15:30 საათამდე;

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.
კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება