მთავარი / სიახლეები

15 აგვისტო-შეხვედრა დეველოპერებთან

2018-08-07 14:18:00
15 აგვისტო-შეხვედრა დეველოპერებთან

 

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ინიციატივით, 15 აგვისტოს გაიმართება  საქმიანი შეხვედრა თბილისში მოქმედი  დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან.   

  • როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მიიღოთ გაზი ?
  • როდის უნდა მოგვმართოთ საჭირო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად?
  • გაზიფიცირებისთვის რა სახის დოკუმენტაცია და პროცედურებია საჭირო სამშენებლო კომპანიებისგან?
  • როგორია ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების პირობები?
  • რა ეტაპები უნდა გაიაროთ მობინადრეების გაზიფიცირებისთვის?
  • გაზიფიცირების ქსელზე მიერთების ვადები და საფასური

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს. დეველოპერები სრულად მიიღებენ ინფორმაციას მრავალბინიანი კორპუსების, სასტუმროების და სხვა მშენებლობების დროს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  უსაფრთხო და საიმედო გაზიფიცირებით უზრუნველყოფის შესახებ.  

დეველოპერებთან შეხვედრას „ყაზტრანსგაზ  - თბილისის“ ხელმძღვანელები , დედაქალაქის  მერიის,  თბილისის საკრებულოსა და „სემეკის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

              შეხვედრა გაიმართება 15 აგვისტოს, 12:00 საათზე  „ტექნოპარკში“

მონაწილეობის მსურველმა დეველოპერულმა კომპანიებმა გთხოვთ 13 აგვისტოს 18-საათამდე გაიაროთ   რეგისტრაცია  მითითებულ ბმულზე,

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSehggbFmc0wQcnkDhROEPv17DdH6DrxI_Cxv1YuMTAqlefXXw/viewform

www.Gas.ge

www.Ktg-tbilisi.ge

 საკონტაქტო პირი
მარიამ მურადაშვილი : 568 622-314

 

„ყაზტრანსგაზ - თბილისი“

სითბო და მზრუნველობა

                        

 


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება