Main / News

2018 წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა

2019-02-14 11:30:24

2018 წელს კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის.

გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით:

ჩუღურეთი- ნაძალადევი 15.266

სამგორი 14.657

ისანი ვაზისუბანი 10.871

გლდანი-სანზონა-თემქა 10.341

დიღომი-დიდუბე 5.148

მთაწმინდა-კრწანისი 7.573

საბურთალო 3.627

ნუცუბიძე 1.151

ვაკე-წყნეთი 499

 


Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
Message

ONLINE SUPPORT