Main / News

2019 წლის იანვრის თვის საგანგაშო სტატისტიკა

2019-02-14 11:16:12

მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს კომპანიის სპეციალისტებმა. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან. საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით ასეთია:

1. ჩუღურეთი, ნაძალადევი - 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი - 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

3. გლდანი, სანზონა, თემქა - 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

4. დიღომი, დიდუბე - 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

5. ვაკე, წყნეთი - 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

6. ისანი, ვაზისუბანი - 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

7. მთაწმინდა, კრწანისი - 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

8. ნუცუბიძე - 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

9. საბურთალო - 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ მოიხმარენ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს.


Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
Message

ONLINE SUPPORT