მთავარი / სიახლეები

"არ დაამონტაჟოთ ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარები-ეს საშიშია"-გიგლა თამაზაშვილი

2018-02-09 19:25:56

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ ხელმძღვანელმა გიგლა თამაზაშვილმა თემქაზე მცხოვრები შაბაბიანების ოჯახის წევრები მოინახულეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ოჯახს საჩუქრად გადასცეს დახურული წვის კამერიანი წყლის გამათბობელი. 6 თებერვალს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-11 მიკრო რაიონის მე-2 კვარტალში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო, CO-თი ოთხი ბავშვი და 2 ქალი მოიწამლა. კომპანიის სპეციალისტებმა, შაბაბიანების ოჯახში, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ ჩაატარეს უსაფრთხოების გეგმიური შემოწმება . სწორედ ამ დროს ჩაჭრეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი და აბონენტები გააფრთხილეს, რომ ეს დანადგარი მათი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. თუმცა მოგვიანებით ოჯახის წევრებმა საშიში დანადგარი, დახურულ კამერიანი დანადგარით ჩანაცვლების ნაცვლად , კვლავ თვითნებურად დააერთეს ქსელზე რის გამოც 6 ადამიანი მოიწამლა.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება