მთავარი / სიახლეები

ავარიული გათიშვა - დიღმის რაიონი

2018-12-16 17:42:43

კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოების დროს შპს ,,ალიანსის“ მიერ დაზიანდა კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც დღეს, 16 დეკემბერს, 14:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიღმის რაიონში სოფელი დიღმის მიმდებარედ, ხატაეთის ქუჩა N48, შერმადინის ქუჩა N 18, N20, მურადინ ფრიდონის ქუჩა N27, ნაკვეთი 035/580, ნაკვეთი 096-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ნატბეურის დასახლებას, ,,ტოიოტას“ ცენტრის უკან მიმდებარე ჩალისპირების უბანს, სოფელ ძველ ვეძისს, სოფელ დიდგორს და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდა შპს ,ჩირაღდანის“ აბონენტებს (სოფელი დიღმის მოსახლეობა).

აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდა აღმაშენებლის ხეივანში საქალაქო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს, ცეესკოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, შპს ,,გლობალ მოტორსს“, შპს ,,მათე მოტორსს“, შპს ,,ომეგა მოტორსს“, შპს ,,მეღვინეობა-ხარებას“,

შპს ,,დიოს“, შპს ,,შთალას“ (რესტორანი ,,შარბათი“), რესტორან ,,ზღაპარს“, ი/მ მურთაზ შელიას (რესტორანი ,,მონოპოლი“). გაზგამანაწილებელ სადგურს და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს.

 

ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის  ლიკვიდაცია. გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

 

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის  აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავსირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება