მთავარი / სიახლეები

ახალი აბონენტების საყურადღებოდ

2018-03-28 13:31:01

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის #71/6 გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შიდა გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, აღნიშნული ქსელის მზადყოფნის დადასტურების მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია: მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ შიდა ქსელზე გამოყენებული მასალები; შედუღების (ან შეერთების) მეთოდები (ფარული სამუშაოების აქტთან ერთად); მილსადენების განლაგება; ბუნებრივი გაზის სისტემის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები; სამუშაოს განმახორციელებელი პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და კვალიფიციური პირის მიერ შიდა ქსელის მზადყოფნის თაობაზე გაცემული დასკვნა.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება