მთავარი / სიახლეები

ბაგებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაზსადენი დაზიანდა

2018-10-09 19:44:12

კომპანია “ჯიარჯი“ ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს საკუთრებაში არსებული გაზსადენი. აღნიშნული მიზეზით 9 ოქტომბერს დაახლოებით 18:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიული შეზღუდვა შეეხო შემდეგ მისამართებს: ბაგების 1, 2, 3 კორპუსები, წყნეთის გზატკეცილზე 2კ, 16/18, 22, 23, 24, 25, 29, 31-33, 37, 39, 49, 52, 54, 56, 56ა კორპუსები, უჩანეიშვილის II გასასვლელის 32ბ, ზურაბ კანდელაკის და  იმედაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსები, ასევე „კაკლების დასახლების" და „ნუშის ბაღი“-ს კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხვალ, 10 ოქტომბერს, 09:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათისათვის.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება