ბუნებრივი აირის უმსხვილესი მარაგები თავმოყრილია დედამიწის ქერქის ქვეშ

2017-08-31 04:27:44

ბუნებრივი აირის უმსხვილესი მარაგები თავმოყრილია დედამიწის ქერქის ქვეშ. გაზის წარმოქმნის ზუსტი ახსნა ჯერჯერობით არავინ იცის. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ვარაუდი. ერთ-ერთი ასეთი ვარაუდის მიხედვით ბუნებრივი გაზი ცოცხალი ორგანიზმების ნეშთის ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. დადგენილია, რომ ბუნებრივი აირის წარმოქმნას უფრო მაღალი ტემპერატურა და წნევა სჭირდება, ვიდრე ნავთობს. გაზის საბადოები ხშირად უფრო ღრმადაა განლაგებული, ვიდრე ნავთობის საბადოები. მიწის წიაღში ბუნებრივი აირის საბადოები 1000 მ-დან რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზეა. მიწის წიაღში აირი ღრუებში, იგივე ფორებშია მოგროვილი. ფორები ერთმანეთთან მიკროსკოპიული არხებით - ნაპრალებით არის დაკავშირებული. ისევე, როგორც ნავთობს, გაზსაც მიწიდან ჭაბურღილებით იღებენ. გაზის საბადოს მუშაობა 15-20 წლის განმავლობაში გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში საბადოდან მარაგების 80-90 %- ის ამოღება ხდება.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება