ბუნებრივი გაზი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური და უნივერსალური ნედლეულია.

2017-08-31 04:30:36

ბუნებრივი გაზი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური და უნივერსალური ნედლეულია. 
მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი, წყალბადი, ნახშიროჟანგი, აზოტი, ჰელიუმი და გოგირდწყალბადი - ამ ნივთიერებებს შეიცავს ბუნებრივი გაზი.
მოპოვების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ბუნებრივ გაზს არასასურველი ქიმიური ნივთიერებებისგან ასუფთავებენ. ასეთებია: ნახშიროჟანგი,გოგირდწყალბადი,გოგირდის ორჟანგი და წყლის ორთქლი,რომელიც გაზის ტრანსპორტირებისას მილების ჟანგვას იწვევს. 
ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ამის შემდეგ ბუნებრივ გაზს სპეციალური მეთოდით ამუშავებენ,რასაც დაბალ ტემპერატურაზე გამოხდას ეძახიან. გაზის გადამუშავების ამ ეტაპზე უწვავ აზოტს მოაშორებენ და ჰელიუმს,ბუტანს,ეთანს და პროპანს მიიღებენ. 
საბოლოოდ კი სუფთა მეთანის მიღება ხდება, რომელსაც არც სუნი აქვს,არც ფერი და ადვილად აალებადია. რახან მეთანი ბუნებრივი პროდუქტია ამიტომ მას ბუნებრივ გაზს ეძახიან.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება