მთავარი / სიახლეები

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ

2018-09-26 18:07:43

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. კერძოდ აღნიშნული წესების 19 პრიმა მუხლის 8-ე პუნქტის თანახმად, ქსელზე მიერთების მოთხოვნით წერილობითი მომართვის შემთხვევაში, კომპანიას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ნაცვლად აქამდე არსებული 2 (ორი) სამუშაო დღისა. აღნიშნული რეგულაცია ეხებათ იმ ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ ადგილზე ან მათი შიდა ქსელი არ იყო მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მომართვის პირველ ეტაპზე, რის გამოც გაზიფიცირების პროცესი სრულყოფილად ვერ განხორიელდა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება