მთავარი / ჩემი სახლი

ჩემი სახლის უსაფრთხოება

კატეგორიულად აკრძალულია

1. გაზის გამათბობლების და წყალგამაცხელებლების მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსოდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსოშივე რჩება);
2. ნებისმიერი ხელსაწყოთი და მეთოდით ბუნებრივი გაზის დატაცება: გაზის მრიცხველზე ლუქის ახსნა, ანათვალის ჩამოყრის მცდელობა;
3. ყველა სახის არასტანდარტული თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;
4. გაზის ხელსაწყოების და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დანგრევა);
5. გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
6. ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
7. გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოდან გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება;
8. დასასვენებლად ან დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით დაყენებულია გამთბობი ღუმელი;
9. სავენტილაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება (გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზეც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი);
10. წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.


გახსოვდეთ, რომ:
• უსაფრთხოების წესების დაუცველობა დიდ საფრთხეს გიქმნით თქვენ, ასევე ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობასა დასიცოცხლეს.
• პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრება მომხმარებელს.
• მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

თქვენი უსაფრთხოებისთვის
დაიცავით გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები!


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება