მთავარი / ჩემი სახლი

ჩვენს შესახებ

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური სს ”ყაზტრანგაზი”-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 2006 წლის 9 მარტს ქ. თბილისში.
2009 წლის 16 მარტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #3/1 გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფუნქციონირებს სპეციალური მართვის რეჟიმში
კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ემსახურება 417.708 გაზიფიცირებულ აბონენტს, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 401.704 აბონენტს, 1898 მსხვილ მომხმარებელსა და 14.106 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს. ეს მონაცემები დღითიდღე იზრდება.
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” 2006-2014 წლებში 92 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა ტექნიკური და აბონენტთა მომსახურების მიმართულებით. მოწესრიგდა კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა მიწისქვეშა გაზსადენების დიაგნოსტიკა, შეიცვალა ამორტიზებული და ავარიული ქსელის ნაწილი, აშენდა ახალი გაზსადენები და დამონტაჟდა ახალი გაზგამანაწილებელი სადგურები, მოწესრიგდა ბუნებრივი გაზის დაბალ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის, აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების გამოტანის სამუშაოები. ამ დრომდე 220 000-მდე მრიცხველია გამოტანილი.
ავარიული სიტუაციების დროული აღმოფხვრის მიზნით კომპანიამ. განაახლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო პროცესებისათვის დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ახალი პროგრამული პაკეტების შექმნას, რომელსაც კომპანია ეფექტური მუშაობისთვის იყენებს.
მაქსიმალური ყურადღება ეთმობა აბონენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას. კომპანიაში ამოქმედდა სასწავლო ცენტრი, რომლის ფუნქციაა ახალი კადრების მომზადება და არსებული კადრების მუდმივად გადამზადება, რაც ხელს უწყობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებას.
განხორციელებულმა ინვესტიციებმა საგრძნობლად გააუმჯობესა თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხარისხი. დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით 2017 წლისთვის 68,0 %-დან 9,3 %-მდე შემცირდა.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება