მთავარი / ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური სს ”ყაზტრანგაზი”-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 2006 წლის 9 მარტს ქ. თბილისში.

2009 წლის 16 მარტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #3/1 გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფუნქციონირებს სპეციალური მართვის რეჟიმში. კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ემსახურება 455 102 გაზიფიცირებულ აბონენტს, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 437 669 აბონენტს, 2 036 მსხვილ მომხმარებელსა და 15 397 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს. ეს მონაცემები დღითიდღე იზრდება.

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” 2006-2018 წლებში 135.7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა ტექნიკური და აბონენტთა მომსახურების მიმართულებით. მოწესრიგდა კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა მიწისქვეშა გაზსადენების დიაგნოსტიკა, შეიცვალა ამორტიზებული და ავარიული ქსელის ნაწილი, აშენდა ახალი გაზსადენები და დამონტაჟდა ახალი გაზგამანაწილებელი სადგურები, მოწესრიგდა ბუნებრივი გაზის დაბალ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები.

აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის, აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების გამოტანის სამუშაოები. დღეისათვის 288 907-მდე მრიცხველია გამოტანილი. ავარიული სიტუაციების დროული აღმოფხვრის მიზნით კომპანიამ განაახლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო პროცესებისათვის დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ახალი პროგრამული პაკეტების შექმნა, რომელსაც კომპანია ეფექტური მუშაობისთვის იყენებს.

მაქსიმალური ყურადღება ეთმობა აბონენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას.

კომპანიაში ამოქმედდა სასწავლო ცენტრი, რომლის ფუნქცია ახალი კადრების მომზადება და არსებული კადრების მუდმივად გადამზადებაა, რ აც ხელს უწყობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებას. განხორციელებულმა ინვესტიციებმა საგრძნობლად გააუმჯობესა თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხარისხი. დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით 2018 წლისთვის  68,0 %-დან 8.26 %-მდე შემცირდა.



სტრუქტურა


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება