მთავარი / სიახლეები

ერთად გავალამაზოთ თბილისი

2018-10-19 18:32:01

დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის გარდა კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თბილისის იერსახეზეც ზრუნავს.
„ერთად გავალამაზოთ თბილისი“ - ამ დევიზით კომპანიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე, დედაქალაქის გაზმარეგულირებელი პუნქტი გაალამაზა. ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების გარდა, გაზმარეგულირებელ პუნქტს სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ამასთან, იგი თანამედროვე გაზგამანაწილებელი სისტემით აღიჭურვა. რის შედეგადაც მთაწმინდის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. უსახური და ამორტიზირებული შენობა კი ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. 
გაზმარეგულირებელი პუნქტი კომპანიის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოები შეამოწმა. 
„ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მასშტაბით კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობების გალამაზება გაგრძელდება. ერთად გავალამაზოთ თბილისი.

„ყაზტრანსგაზ - თბილისი“
სითბო და მზრუნველობა


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება