მთავარი / დოკუმენტაცია

გაზმომარაგების სქემა

თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი ბუნებრივი აირით სამი სხვადასხვა მისამართიდან: გლდანის, გაჩიანისა და ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურებიდან მარაგდება. აქამდე გაზის მაღალი წნევით ტრანსპორტირებას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზუნველყოფს. სამივე მისამართზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ოფისების მიმდებარედ მდებარეობს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კუთვნილი სადგურები, სადაც ბუნებრივ აირში ოდორანტის შერევა და თბილისში შემოსული გაზის რაოდენობის აღრიცხვა ხდება. გაზგამანაწილებელი სადგურების მეშვეობით დედაქალაქში მაღალი წნევით შემოსული გაზი საშუალო წნევამდე იწევს, შესაბამისად ქალაქის ტერიტორიაზე მომხმარებელთა გაზმომარაგება ხორციელდება გაზის წნევის ორსაფეხურიანი სისტემით, კერძოდ, საშუალო წნევით (0,005 მეგპა-დან 0,3 მეგპა-მდე) და დაბალი წნევით (0,005 მეგპა-მდე ჩათვლით).

გამომდინარე აქედან ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი იყოფა ორ კატეგორიად – საშუალო და დაბალი წნევების გაზსადენებად, საერთო სიგრძით 2754,008 კმ, მათ შორის:

  • საშ. წნევის გაზსადენი – 1242,068 კმ
  • დაბ. წნევის გაზსადენი – 1511,94 კმ

მომხმარებლების ძირითად რაოდენობას (მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) გაზი მიეწოდებათ დაბალი წნევით, რასთან დაკავშირებითაც საშაულო წნევის გაზგამანაწილებელ ქსელზე მოწყობილია გაზმარეგულირებელი პუნქტები, საერთო რაოდენობით 2344 ერთეული.

 

gaz-schema


  • ნახვები10327