Main / News

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის 5000-მდე აბონენტს შეუწყდა

2019-03-09 14:56:01

მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს. „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი.
გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია.
გაზმომარაგების აღდგენა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ეტაპობრივად, 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად დასრულდება საღამოს 20:00 საათისთვის.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ- თბილისთან“ შეუთანხმებლად.

„ყაზტრანსგაზ - თბილისის“
სითბო და მზრუნველობა


Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
Message

ONLINE SUPPORT