მთავარი / სიახლეები

ისნის რაიონში გაზმომარაგების ქსელზე ავარიაა

2018-11-09 11:36:46

დღეს, 9 ნოემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს საკუთრებაში არსებული დ-300 მმ-ანი გაზსადენი, რის გამოც გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: ქეთევან წამებულის გამზირი №63ა, 63ბ, 65, 67, 69, 42, 47/49, 49/8, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, ჩოლოყაშვილის ქუჩა №1/1, ½1/2, 1/3, 46, 57, ჩოლოყაშვილის I კვარტლის №1, 2, 3, 4, 5, დედოფლისწყაროს I შესახვევი №2, ვ. ივერიელის ქუჩა №36-38, შავი ზღვის ქუჩა №1, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქუჩა №3, 11, 13, კასპის ქუჩა №3ა, 3ბ, 3ვ, 5, გარე-კახეთის ქუჩა №2, 3, 4, 6, აწყურის ქუჩა №3, 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 70, ბოჭორმის ქუჩა №29, 50/18, ასევე ჭრელაშვილის, ნავთლუღის, საექიმოს გასავალის, დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შესახვევის, სამხედრო ქალაქის, ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II და III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, არტურ ლაისტის, უორდროპის, ბაჟანისა და მიმდებარე ქუჩების, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, სართიჭალის, ხერხეულიძის, საინგილოს, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გაზმომარაგება ასევე შეეზღუდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა რესტორანი ,,ალაზანი’, რესტორანი ,,ასტორია”, ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შპს ,,ტრანსსერვისი“, წინანდლის ქუჩა №9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები, გაზგასამართ სადგური ,,ვისოლი”, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, პოლიციის შენობა, საცურაო აუზი ,,ოლიმპი”, ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ,,ფრესკო შოპინგ ცენტრი”, №215 საბავშვო ბაგა-ბაღი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისანი მოლი, სუპერმარკეტ ,,კარფური” სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, შპს ,,ავერსის კლინიკა” და სხვა.
ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დრეს, დაზიანებული ქსელის აღდგენისთანავე.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება