მთავარი / სიახლეები

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

2018-03-13 18:31:04

                                                          კომპანია  

                                          „ყაზტრანსგაზ-თბილისის“

                                                       განცხადება

 

გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის  აბონენტებთან  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით  რეკავენ უცნობი პირები. ისინი  მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფომაციას . ასევე ინტერესდებიან იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.

უცნობი პირები   კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად  სთავაზობენ  HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.   

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ,  რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი  აქვს  და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი  ინფომაცია, ასევე   გთხოვთ  დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ  ხაზზე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით,  ეს კანონის უხეში დარღვევაა.  ასევე არ ახორციელებს  HN3-ს  დეტექტორების  მონტაჟს.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება