მთავარი / სიახლეები

მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა

2017-09-22 17:22:11

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი მოინახულეს.
,,ეს არის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა რომელიც ქართული კომპანიების მიერაა აშენებული, ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რადგან ამ ინფრატრუქტურაზეა დამოკიდებული სომხეთისთვის გაზის მიწოდება. ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ მაგისტრალიდან იღებს სატრანზიტო შემოსავლებს. " - განაცხადა ილია ელოშვილმა.
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.
პროექტის ღირებულებამ 1 421 574 ლარი შეადგინა და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.#ენერგეტიკა2017


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება