მთავარი / სიახლეები

მასშტაბური სამუშაოები მეტი უსაფრთხოებისთვის

2018-08-10 16:50:05
მასშტაბური სამუშაოები მეტი უსაფრთხოებისთვის

           კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი", "მეტი უსაფრთხოებისთვის" კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს.
ამჯერად კომპანიამ ნაძალადევის რაიონში მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. საუბარია 23 000 მეტრის მიწისქვეშა ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე. არსებული გაზსადენი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა,   ძლიერი კოროზიისა და დაზიანების გამო აღნიშნული გაზსადენი სრულად შეიცვლება.

გაზსადენის მშენებლობის პარალელურად აღნიშნულ ტერიტორიაზე აბონენტების მრიცხველების გარე მონტაჟი(ეგრედ წოდებული გარეთ გამოტანა) მიმდინარეობს. საუბარია 8500 აბონენტზე. ამასთან ერთად, კომპანიის გადაწყვეტილებით აღნიშნული აბონენტების შიდა გაზგაყვანილობის რეაბილიტაციაც მოხდება.
აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოსახლეობის გაზმომარაგება კიდევ უფრო მეტად გახდება უსაფრთხო, ასევე  საგრძნობლად შემცირდება ბუნებრივი გაზის დანაკარგი.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"ყაზტრანსგაზ - თბილისი"
სითბო და მზრუნველობა

 

 


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება