მთავარი / სიახლეები

„მეტი უსაფრთხოებისთვის“

2018-11-20 16:41:23

ორი წელია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქტიურ უსაფრთხოების კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით „მეტი უსაფრთხოებისთვის“. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მოსახლეობის  ნაწილი მაინც უგულვებელყოფს კომპანიის სპეციალისტების რჩევებს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. კომპანიამ წელს გადაწყვიტა შეცვალოს „მეტი უსაფრთხოების“ კამპანიის სტრატეგია და აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული საინფორმაციო კლიპებითა თუ ბანერებით. წელს პირველად ამ კამპანიაში ჩაერთო რეალური ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუფრთხილებლობით  CO (ცეოთი) მოიწამლნენ, ან მათ ოჯახებში ტრაგედია დატრიალდა . 

20 ნოემბერს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე, მედიის წარმომადგენლებს სწორედ ის ადამიანები შეხვდნენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე გადაიტანეს ტრაგედია. ამ ადამიანებმა სტუმრებს თავად უამბეს, თუ რა მძიმე და საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები. რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგიც მოიტანა.

64 გარდაცვლილი და 194 მოწამლული - ასეთია 3 წლის განმავლობაში დაუდევრობისა და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების მიზეზით, CO-თი (ცეო) მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა. მიუხედავად იმისა, რომ წელს მაქსიმალურად შემცირდა მსგავსი ფაქტები,  (2018 წელს 13 ადამიანი გარდაიცვალა და 16 მოიწამლა) „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზანი ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად ნულამდე დაყვანაა.

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, არასწორად და თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარების საფრთხეების შესახებ მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება და სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებაა.

კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დღევანდელი ღონისძიება თბილისის მერიის და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. სტუმრებს და მედიის წარმომადგენლებს კომპანიის სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი შეხვდნენ. წელს პირველად უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ენერგო ომბუდსმენმა, საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა და მაშველებმა, სემეკის და დედაქალაქის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებმა.  

             

არ გარისCO

მოუსმინე მათ ვინც ცეოს გადაურჩა.

დარეკეთ და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა

114 (მომსახურება უფასოა)


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება