მთავარი / სიახლეები

"ქონსთრაქშენ სერვისმა" "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გაზსადენი დააზიანა

2018-10-23 00:35:32


გაცნობებთ, რომ საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩის კვეთაზე სამშენებლო კომპანია „ქონსთრაქშენ სერვისმა“ სამუშაოების დროს 450მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი დააზიანა.
შედეგად საბურთალოს რაიონში 4000 საყოფაცხოვრებო და კომერციულ აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ საავარიო სამსახურის ბრიგადები. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ, 23 ოქტომბერს დილის 9:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 17:00 საათამდე.
კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტის გამო.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება