მთავარი / სიახლეები

სამუშაოების შეფერხება

2018-02-12 02:33:29

11 თებერვალს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე , ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კონტრაქტორი კომპანია მეხუთე კორპუსზე აწარმოებდა აბონენტების დაერთებას გაზგამანაწილებელ ქსელზე, მშენებლობის პროცესში , სამუშაოების დროს ფასადზე ჰორიზონტალური , 30 მეტრი სიგრძის ე.წ. მწოლი ჩამოიწია. „ყაზტრანსგაზ- თბილისის“ სპეციალისტების მყისიერი რეაგირების შემდეგ , მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მილის სრული დემონტაჟი მოხდა. აღნიშნულ კორპუსში დამონტაჟებულ მილებში ბუნებრივი გაზი არ გადიოდა რადგან ჯერ კიდევ არ არის სამუშაოები დასრულებული და იგი ამ კუთხითაც არ წარმოადგენდა საფრთხეს. დილიდან აღნიშნულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანიის ნაცვლად მოსახლეობის მოთხოვნით, უშუალოდ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები განახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მშენებლობის პროცესში კონტარქტორი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ნორმების ან საინჟინრო ტექნიკური პროექტიდან მცირედი გადახვევა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უმკაცრეს ზომებს გაატარებს. რამდენიმე კვირის წინ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელებმა დედაქალაქის მთავრობის წევრებსა და დევნილთა და განსახლების მინისტრს მეოთხე კორპუსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინეს, აღნიშნულ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ. პროექტს კი დევნილტა სამინისტრო აფინანსებს


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება