მთავარი / სიახლეები

სარეაბილიტაციო სამუშაოები

2018-09-04 12:45:01

„ყაზტრანსგაზ - თბილისი“ „მეტი უსაფრთხოებისთვის“ კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქში მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის რამდენიმე უბანსა და ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს. შარტავას ქუჩაზე კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ თანამშრომლები 500 მმ-იანი გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. აღნიშნული გაზსადენი რამდენიმე ათეული წელია ექსპლუატაციაშია და კოროზირებულია. ამ მონაკვეთზე ფოლადის დაზიანებული მილები პოლიეთილენის თანამედროვე მილებით იცვლება. ჩიქოვანის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით დედაქალაქის მერია ავტოფარეხების ადგილას სკვერს აშენებს. ამ სამუშაოებთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით აღნიშნულ მონაკვეთზე 160 მმ-იანი გაზსადენის გადატანა და ახალი, პოლიეთილენის მილებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება ასევე კახეთის გზატკეცილზე, სადაც 300 მმ-იანი გაზსადენის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ სითბო და მზრუნველობა


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება