მთავარი / სიახლეები

შარტავას ქუჩისა და სააკაძის მოედანზე ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოები ხვალ დაიწყება

2018-09-05 21:48:30

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ გაცნობებთ, რომ ჟიული შარტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ სრულად შეცვალა ძველი, 500 მმ-იანი კოროზირებული გაზსადენი და გაზგამანაწილებელი ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოები. აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით ხვალ, 6 სექტემბერს 23:30 საათზე შარტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას, კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს დროებით შეუწყდებათ გაზმომარაგება. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 7 სექტემბრის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება ამავე დღის 16:00 საათისთვის. კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება. „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ სითბო და მზრუნველობა


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება