მთავარი / სიახლეები

საშიში წყალგამაცხელებლის კიდევ ორი მსხვერპლი

2018-04-10 12:34:39

ორი ადამიანი გარდაიცვალა წუხელ პეკინის გამზირის 14 ბ-ში მდებარე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში. ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმიური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა რადგან კარი არავინ გააღო.
გასული წლის ოქტომბრის თვიდან „ ყაზტრანსგაზ - თბილისმა“ სოციალური კამპანია „ მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებებით, არაერთგზის გავაფრთხილეთ მომხმარებლები, რომ ღია კამერიანი გაზის გამაცხელებლები და გამათბობლები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის. აგრეთვე არაერთგზის ვთხოვეთ მომხმარებლებს რომ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე (114) და მოითხოვონ ნაქირავები ან დაგირავებული ბინების შემოწმება, რადგან უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ასეთ ბინებზე მოდის. აღნიშნული ტრაგედიაც სწორედ ნაქირავებ ბინაში მოხდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ უმორჩილესად გთხოვთ - გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. უარი თქვით ღია კამერიან დანადგარებზე და გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება