მთავარი / სიახლეები

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

2017-07-18 17:54:14

   შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი დადგენილი იყო 2007 წელს და ის დღემდე მოქმედებდა.

   კომპანიის მიერ 2017 წლის თებერვალში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების გაანგარიშებისა და დადგენის მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკი-ს დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სემეკში წარდგენილი იქნა  სატარიფო განაცხადი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუდიტორული კომპანია E&Y აუდიტორული დასკვნა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საგადასახადო დეკლარაციები, მოქმედი ხელშეკრულებები, გაწეული ინვესტიციების და ხარჯების დამასტურებელი დოკუმენტაცია და  ყველა სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია).

 სატარიფო განაცხადის განხილვის შედეგად სემეკ-მა იმსჯელა და 2017 წლის 18 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  რეგულირებად სეგმენტში შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სოციალური გაზის საფასური განისაზღვრა 0,46153 ლარის ოდენობით, აღნიშნული ტარიფი ძალაში შედის მიმდინარე წლის 20 ივლისიდან და იმოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


  • ნახვები1156