მთავარი / სიახლეები

შპს ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური განცხადება

2017-01-05 13:46:45

შპს ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური განცხადება

 

შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორი ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძე დღეს მედიასაშუალებებთან გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ხარჯის ზრდასთან დაკავშირებით.

 

ნინო თურმანიძემ განმარტა, რომ „2016 წლის დეკემბრის თვეში   მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბ მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ნოემბერში  მიღებული იყო 82 მლნ კუბ მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული  ბ/აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბ. მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით  49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 26%.

 

აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის კვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო  ტემპერატურა  5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის დეკემბერთან შედარებით.

 

ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე  და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, შესაბამისად დეკემბრის თვეში მოხმარებული ბ/აირი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული ბ/აირის მოცულობა და საფასური.

ხოლო, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვართოს კომპანიის ცხელ  ხაზზე 240 40 04 ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეუმოწმებენ აღრიცხვის კვანძს.“

 

ბრიფინგის დასრულების შემდეგ ნინო თურმანიძემ პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, კერძოდ:

  1. ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ტარიფი არ გაზრდილა, რაც აბონენტებს მარტივად შეუძლიათ იხილონ ქვითრებზე.

 ამ ეტაპზე კომპანიას სემეკში ტარიფზე განაცხადი  შეტანილი არ აქვს.

  1. გაზის ხარისხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” გაზს აწვდის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს გაზის ხარისხს და ინფორმაციას ათავსებს თავის საიტზე. დღეს საქართველოში შემოსული გაზის ხარისხი შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.

ფოტოები
  • ნახვები3512