მთავარი / სიახლეები

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის მიმართვა

2016-12-30 19:39:35

2016 წელი მნიშვნელოვანი იყო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“. განვლილ წელს კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების და მიღწევების შეჯამების შედეგად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ამოცანებს, ასევე, დასახა მომავალი სამოქმედო გეგმა და განსაზღვრა პრიორიტეტები.

2016 წელს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინაშე არსებული გამოწვევებიდან ძირითადად აღსანიშნავია მიმდინარე ზამთრის სეზონისთვის მზადების და მომხმარებელთა უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის აბონენტთა რიცხოვნობა ყოველწლიურად იზრდება 7-8 %-ით. მხოლოდ 2016 წლის პერიოდში  განხორციელდა 17 000-მდე ახალი მომხმარებლის გაზიფიცირება. ამასთან, საგრძნობლად იმატა იმ არსებულ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომელთაც სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოების დამატების გზით, გაზარდეს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის მოცულობა. აღნიშნულ მომხმარებელთა რაოდენობამ შეადგინა აბონენტთა საერთო რიცხოვნობის 20%.

ამავე დროს ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 2016 წელს გარემო ტემპერატურის მკვეთრი კლება დაფიქსირდა უკვე ოქტომბრის თვიდან, ხოლო დღიურმა ტემპერატურამ აღნიშნული პერიოდიდან საშუალოდ იკლო  50 -ით. გამომდინარე აქედან, ზამთრის სეზონის რეჟიმზე კომპანია გადავიდა ერთი თვით ადრე. მითითებულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალაქის მიერ გაზის მოხმარების წლიურ მაჩვენებელზე, რომლის მატებამ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 15%.   მაგალითისთვის აღვნიშნავთ, რომ 2015 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის დეკემბერში მიღებულ და რეალიზებულ იქნა 20%-ით მეტი მოცულობის ბუნებრივი გაზი. ქალაქის მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის ნაადრევმა კლებამ, რამაც გამოიწვია კომპანიის აბონენტების მიერ გაზის მოხმარების ზრდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, მომხმარებელთა სათანადო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის მკვებავი გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია ახორციელებდა მაქსიმალური დატვირთვის ზღვარზე.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ დღეის მდგომარეობით კომპანია სრულად აკმაყოფილებს ქალაქის მიერ გაზის მოხმარების (მოთხოვნის) შესაბამის მიწოდებას. აღნიშნული შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებელთა უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტის გარეშე, რომლის ფარგლებშიც ექსპლუატაციაში გაიშვა ქალაქში გაზის მიღების დამატებითი მკვებავი მაღალი წნევის გაზსადენი (დიამეტრით დ-315მმ, სიგრძით 8300 მეტრი) და ქალაქის გაზგამანაწილებელ სისტემას მიეწოდა გაზის დამატებითი (აუცილებელი) რაოდენობა.

გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით კომპანიის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობა,  კერძოდ: ქალაქის სხვადასხვა უბნებში განხორციელდა გაზსადენების სრული რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 152 000 მეტრი; სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 200 ერთეულამდე გაზმარეგულირებელ პუნქტს, 3000 ერთეულამდე ინდივიდუალურ და საკარადო ტიპის რეგულატორს; საუბნო გაზგამანაწილებელი სისტემების გაძლიერების მიზნით განხორციელდა 50-მდე ახალი მარეგულირებელი მოწყობილობის მონტაჟი.

2016 წლის განმავლობაში გაწეულმა სამუშაოებმა საშუალება მისცა კომპანიას შეესრულებინა უწყვეტი და უავარიო გაზმომარაგების უზრუნველყოფის კუთხით მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

ძვირფასო მომხმარებლებო, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს.

 


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   კონფიდენციალური ტელეფონი: 220 04 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • support@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება