მთავარი / სიახლეები

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა

2018-03-29 17:12:47

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა. შესაბამისი ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ იანვრამდე დაიკავებს.

გიგლა თამაზაშვილი ენერგეტიკის სექტორში 2001 წლიდან მოღვაწეობს. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველის თანამდებობაზე პირველი ვადით, 2017 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა. გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის პირველ აპრილამდე განესაზღვრა.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება