მთავარი / სიახლეები

ტენდერები

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას) გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

 

შესასყიდი სამუშაოს: აღწერილობა, პირობები, შესრულების ვადები/განაცხადის მიღების წესი, მიღება/ჩაბარების  და ანგარიშსწორების წესი მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.

ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია), რომელსაც  არ აქვს გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

ასევე პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

  1. რეკვიზიტებს (დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო პირ(ებ)ის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი).
  2. შესყიდვის ობიექტის განფასებას, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური დავალების 4-ე მუხლში მოცემული ცხრილის ფორმით.
  3. დოკუმენტაციას მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით.
  4. ინფორმაციას ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ .
  5. შემოთავაზებულ წინადადებას ხელს უნდა აწერდეს პრეტენდენტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
  6. პრეტენდენტმა წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში. ფასი უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს ვალდებულებების სრულ შესრულებასთან.

 

დალუქულ კონვერტში მოთავსებული ბაზრის კვლევის განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ  სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია, ან გააგზავნონ ელ. ფოსტაზე: jaba.tsitsishvili@ktg-tbilisi.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შესყიდვების სამსახური: ჯაბა ციციშვილი ტელ:591021902

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2018 წლის 1 ივნისი 18:00 საათი.

საბოლოო ფასის მიღების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ზეპირი ვაჭრობა, რომლის შესახებაც დამატებით გეცნობებათ.

                      ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი    დ ა ვ ა ლ ე ბ ა

 

  1. სამუშაოს შემადგენლობა და აღწერილობა

 

   .  ჩასატარებელი ძირითადი სამუშაო

   .  გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

    

სამუშაოების მოიცავს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ სამოქმედო არიალს

-განსახორციელებელი სამუშაო მოიცავს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ ახალი მომხმარებლების საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ფართების გაზიფიცირების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას წინასწარ დამტკიცებული ტექნიკური პროექტის მიხედვით.

 

  1. სამუშაოს შესრულების პირობები

-მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფელად შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და გაზის მეურნეობაში მიღებული/დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების სრული დაცვით.

-სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების წესების და ნორმების მკაცრი დაცვით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ შიდა უსაფრთხოების დოკუმენტაციის მიხედვით. აუცილებელია მუშა-პერსონალი აღჭურვილი იყოს შესაბამისი უსაფთხოების ტანსაცმლით (ამრეკლი ჟილეტები, უსაფრთხოების ჩაფხუტები და სხვა).

-უზრუნველყოს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო კვალიფიციური კადრებით ჯგუფების დაკომპლექტება, რომლებსაც აუცილებელია ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოქმედი მოწმობა ასევე მოქმედი შრომითი ხელშეკრულება.

-შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს დამკვეთის მხრიდან სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური ზედამხედველობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა.

-შემსრულებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს უზრუნველყოფს დამკვეთის  მიერ გადაცემული მასალით გარდა სახარჯი მასალისა(კარბიდი, ჟანგბადი, შესადუღებელი მავთული, გაზი და სხვა რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას) რომელსაც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიღეებს დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე. მკაცრი ზედამხედველობა გაუწიოს  გადაცემულ მშენებლობისათვის საჭირო მასალების შენახვას, ეფექტურ ხარჯვას და შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც  იქნება აღრიცხული ზედამხედველის მიერ.

-შემსრულებელი ვალდებულია წერილობითი ფორმით წარმოადგინოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყობს დამკვეთის მიერ სამშენებლო მასალების მიღება ჩაბარებას.

-შემსრულებელი სამუშაოებს აწარმოებს დამკვეთის მიერ გადაცემული პროექტის მიხედვით და მოპოვებული ნებართვის პირობების სრული დაცვით.

-შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს პროექტში მოცემული ნებისმიერი სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, გარდა ჰორიზონტალური ბურღვითი მეთოდი მიწაში (არსებობის შემთხვევაში) განსათავსებელი მილსადენის სამუშაოებისა.

-4 მეტრზე მეტ სიმაღლეზე სამუშაოების შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე დამკვეთი უზრუნველყოფს ამწის და ამწე კალათით მომსახურებას, რომელის საჭიროებასაც შემსრულებელი 2 სამუშაო დღით ადრე წერილობითი ფორმით ატყობინებს დამკვეთს.

-შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს  კომპანიის მიერ მითითებულ ვადებში

 

  1. სამუშაოების შესრულების ვადები და განაცხადის მიღების წესი

 

დამკვეთი წერილობითი ფორმით გადასცემს შემსრულებელს შესასრულებელ სამუშაოს შესახებ არსებულ პროექტს და  დოკუმნტაციას, სადაც აღნიშნული იქნება შემდეგი იფორმაცია;

ა) სამუშაოების დასახელება;

ბ) სამუშაოს მოცულობა და აღწერილობა;

გ) სამუშაოს შესრულების ადგილი (მისამართი);

დ)დამტკიცებული ტექნიკური პროექტი (მოპოვებული ნებართვა არსებობის შემთხვევაში);

ე) სამუშაოს შესრულების დაწყების და დასრულების ვადები.

 

- შემსრულებელი ვალდებულია წერილობითი ფორმით გვაცნობოს, სამუშაოების დაწყების, დასრულების ან/და შეფერხება/შეჩერების (შეფერხება/შეჩერების გამომწვევი მიზეზების მითითებით) შესახებ 1 (ერთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

 

 

 

  1. სამუშაოთა ღირებულება

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება:

 0 კუბ.მ-დან – 16 კუბ.მ-მდე               ლარი;

16  კუბ.მ-დან – 40 კუბ.მ-მდე             ლარი;

40  კუბ.მ-დან – 100 კუბ.მ-მდე           ლარი;

100  კუბ.მ-დან – 250 კუბ.მ-მდე          ლარი;

250  კუბ.მ-დან – 650 კუბ.მ-მდე          ლარი;

 

წნევის მარეგულირებელი კვანძის მოწყობის ღირებულება:

0 კუბ.მ-დან – 100 კუბ.მ-მდე              ლარი;

100  კუბ.მ-დან – 350 კუბ.მ-მდე            ლარი;

350  კუბ.მ-დან – 700 კუბ.მ-მდე             ლარი;

 

 

 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ასაშენებელი მილის დიამეტრების მიხედვით.

მიწის ზედა  ფოლადის მილსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღირებულება:

 

დ-300 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-250 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-200 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-160 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-150 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-140 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-125 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-120 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-100 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-90 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-80 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-70 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-50 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-40 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-32 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-25 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-15 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

 

მრავალშრიანი მეტალოპლასტიკის მილსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღირებულება:

დ-32 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-20 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-16 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

 

 

 

მიწის ქვეშა პოლიეთილენის  მილსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღირებულება:

დ-400 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-315 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-300 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-250 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-225 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-200 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-180 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-160 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-140 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-125 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს          ლარი,

დ-120 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-110 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-100 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-90 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-75 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-63 მმ    1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-50 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს            ლარი,

დ-40 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს            ლარი,

დ-32- მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს           ლარი,

დ-25 მმ - 1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს             ლარი,

დ-20 მმ  1 (ერთი) მეტრის მონტაჟის ფასი შეადგენს             ლარი,

 

 

 

 

  1. სამუშაოთა მიღება და ანგარიშსწორების ჩაბარების წესი

 

სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი განისაზღვერება სპეციფიკაციებით და ხელშეკრულების პირობებით.

-შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს საშემსრულებლო დოკუმენტაცია ფორმა 2, ფორმა 3, სიმტკიცეზე და ჰერმეტიულობაზე გამოცდის აქტი, რომელიც დამოწმებული იქნება შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ თანამშრომლის მიერ(სამუშაოების ზედამხეველობას განახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის და მშენებლობის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური);

- პროექტიში აღნიშნული და ადგილზე შემოწმებული მოცულობების ჩამონათვალის საფუძველზე ტექზედამხედველი და მიმწოდებელი დაადგენენ საჭირო ხარისხს და შესრულებული სამუშაოს განხორციელების შედეგად გახარჯული მასალის რაოდენობას, რომელიც უნდა იქნეს შეტანილი საანგარიშო პერიოდის შესრულებულ სამუშაოთა ფორმაში.

-სამუშაოთა მიღება განხორციელდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.

 

 

 

 

  1. დამატებითი პირობა

 

-შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდი ვრეცლდება ერთი წლის განმავლობაში. დამკვეთის შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით და სახსრებით აღმოფხვრის სამუშაოების ნებისმიერ ნაკლს, რომელიც იქნება გამოვლენილი გარანტიის მოქმედების პერიოდში.

-იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო გადაცემული სამუშაოს შესრულება აღნიშნულ ვადაში, პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულ სანქციებზე შემსრულებელს და ასევე ვალდებულია აუნაზღაუროს მესამე პირებს არაჯეროვნად შესრულების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანი.

-შემსრულებელი ხელშეკრულებით/ტექნიკური დავალებით ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის დამკვეთი იტოვებს უფლებას შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

 

 

  1. გამოცდილება/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

-პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ქონდეს მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს მოცულობითი მახასიათებლებით და შესრულებული ვადებით, რასაც უნდა დაერთოს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები/ინფორმაცია (ხელშეკრულება, საბოლოო მირება-ჩაბარების აქტები).

-პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზასთან დაკავშირებით.

 

 

 


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება