Main / News

Tenders

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს ტენდერს სერვერების შესყიდვაზე

 

შესასყიდი სერვერების რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეს გარკვეული გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია), რომელსაც არ აქვს გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

ე) უნდა გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. #18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2019 წლის 16 მაისი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2019 წლის 20 მაისს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@ktg-tbilisi.ge

სატენდერო დოკუმენტაცია

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის (შემდგომში - შემსყიდველი)

მიერ სერვერების შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილის“-ის ”შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების წესის შესახებ დებულების” საფუძველზე.

სატენდერო დოკუმენტაცია გადაეცემა პოტენციურ მიმწოდებელს შესაბამისი სატენდერო განაცხადის მოსამზადებლად.

 

  1. ზოგადი დებულებები

1.1. სატენდერო დოკუმენტაცია განკუთვნილია პოტენციური მიმწოდებლისათვის და მიზნად ისახავს მისთვის სატენდერო პირობების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას.

1.2. ტენდერი ტარდება სერვერების (შემდგომში - “საქონელი”) მიმწოდებლის გამოსავლენად.

1.3. პოტენციურ მიმწოდებელს სატენდერო დოკუმენტაცია გადაეცემა მოთხოვნისთანავე.

 

  1. საქონელი

2.1. საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, გარანტია, მიწოდების პირობები და რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში #1, #2 და #3.        

2.2. საქონლის მიწოდების ვადა: შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

2.3. საქონლის მიწოდება ხორციელდება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე (მის. ქ.თბილისი მიცკევიჩის 18ა.).

2.4 ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად. შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით, შესაბამის თანხაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

2.5 საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ფარავდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და აღემატებოდეს მას არანაკლებ 10 სამუშაო დღით.

2.6 საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადახდილი საავანსო თანხა გამოიქვითება ეტაპობრივი ანგარიშსწორების თანხიდან შესაბამისი პროცენტული ოდენობით.

 

  1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

3.1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეს გარკვეული გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ უნდა იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობის დროს არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია);

ე) უნდა გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

3.2. პოტენციურმა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) საზოგადოებას უნდა წარუდგინოს, მოწმობების, ლიცენზიების, ცნობებისა და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც ადასტურებენ მის შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

3.3. შემსყიდველი არ განიხილავს სატენდერო განაცხადს, თუ პოტენციური მიმწოდებელი არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრული, არაზუსტი ან/და მცდარი აღმოჩნდება.

3.4. სატენდერო განაცხადებაში მითითებული მონაცემების საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი უფლებამოსილია, ტენდერის მიმდინარეობისას განახორციელოს მონაწილეების წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, პოტენციური მიმწოდებელი შეფასებაზე არ დაიშვება.

3.5. პოტენციური მიმწოდებლის მიერ ტენდერზე წარმოდგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

3.6. ტენდერის მიმდინარეობისას შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს მონაწილეების წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა პოტენციური მიმწოდებლების (პრეტენდენტების) სატენდერო განაცხადებში მითითებული მონაცემების შემსყიდველის საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ დაუშვას შეფასებაზე პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი).

 

  1. სატენდერო განაცხადების წარდგენა. სატენდერო განაცხადების მოქმედების ვადა

4.1. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პოტენციურმა მიმწოდებელმა, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

4.2. კონვერტზე სავალდებულოა პოტენციური მიმწოდებლის სახელწოდებისა და მისამართის მითითება, აგრეთვე მასზე აღნიშნული უნდა იყოს: “შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის” სერვერების შესყიდვის ტენდერი”.

4.3. შემსყიდველისათვის წარდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პოტენციური მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და  ბეჭდით  (თუ იგი სარგებლობს ბეჭდით).

4.4. სატენდერო განაცხადში ფასები მიეთითება ლარში.

4.5. სატენდერო განაცხადი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დგება ქართულ ენაზე.

4.6. სატენდერო განაცხადი შემსყიდველს წარედგინება 2019 წლის 16 მაისის 18:00 საათამდე (შემდგომში - “საბოლოო ვადა”), შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” კანცელარია. კანცელარიაში პოტენციური მიმწოდებლის სატენდერო განაცხადის მიღებისას აუცილებელია განაცხადის უშუალო მომწოდებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დართვა მისაღებ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელზეც დაფიქსირდება დოკუმენტაციის წარმოდგენის ზუსტი თარიღი და დრო.

4.7. სატენდერო კომისიის მიერ არ განიხილება პოტენციური მიმწოდებლების  (პრეტენდენტების) მიერ ვადების დარღვევით წარდგენილი სატენდერო  განაცხადი.

4.8. პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) კისრულობს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია მისი სატენდერო  განაცხადის მომზადებასა და წარდგენასთან. საზოგადოებასა და სატენდერო  კომისიას არ ეკისრებათ ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მიუხედავად ტენდერის ჩატარების სპეციფიკისა და შედეგებისა.

4.9. პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) ვალდებულია მიუთითოს თავის სატენდერო  განაცხადში მისი მოქმედების ვადა. სატენდერო განაცხადები რჩება ძალაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში, მაგრამ არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) დღისა სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნის თარიღის შემდეგ. სატენდერო განაცხადი, რომელზეც მითითებულია უფრო ნაკლები მოქმედების ვადა, ვიდრე ეს მოთხოვნილია სატენდერო  დოკუმენტაციით, განიხილება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო.

4.10. სატენდერო  განაცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე სატენდერო კომისიას შეუძლია სთხოვოს პოტენციურ მიმწოდებელს (პრეტენდენტს) დამატებით გააგრძელოს აღნიშნული ვადა კონკრეტული დროის პერიოდზე. პოტენციურ მიმწოდებელს (პრეტენდენტს) შეუძლია უარი თქვას აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამასთან, იგი არ კარგავს უფლებას დაიბრუნოს თავისი სატენდერო განაცხადის უზრუნველყოფის საშუალება ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

4.11. პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიხმოს თავისი სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადების წარდგენისათვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე.

4.12. შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციური მიმწოდებლის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით, განმარტოს/დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ეგზავნება ყველა პოტენციურ მიმწოდებელს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

 

  1. სატენდერო განაცხადის უზრუნველყოფა

5.1. სატენდერო განაცხადის უზრუნველყოფის საშუალების ოდენობა განისაზღვრება პოტენციური მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული საქონლის საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობით საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მეშვეობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა ფარავდეს სატენდერო განცხადების მოქმედების ვადას.

5.2. სატენდერო განაცხადის უზრუნველყოფის საშუალებები არ უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს (პრეტენდენტს):

ა) თუ მან გაიხმო ან შეცვალა სატენდერო  განაცხადი სატენდერო  განაცხადების წარდგენისათვის დადგენილი საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) თუ სატენდერო განაცხადის გახსნის შემდეგ პოტენციურმა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

გ) თუ ტენდერში გამარჯვებული პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

დ) თუ პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) დისკვალიფიცირებულია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

ე) თუ მიმწოდებელი არ შეიტანს შესყიდვების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას იმ ფორმით, მოცულობითა და იმ პირობებით, რაც განსაზღვრულია სატენდერო  დოკუმენტაციით მას შემდეგ, რაც  ხელს  მოაწერს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

ვ) სატენდერო  დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5.3. სატენდერო განაცხადი  უბრუნდება  პოტენციურ  მიმწოდებელს (პრეტენდენტს):

ა) სატენდერო  განაცხადის მოქმედების ვადის ამოწურვისას;

ბ) შესყიდვების პროცედურების შეწყვეტისას ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე;

გ) სატენდერო  დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო სატენდერო განაცხადის მიღებაზე უარის შემთხვევაში;

დ) ტენდერში გამარჯვებულად სხვა პოტენციური მიმწოდებლის (პრეტენდენტის) გამოვლენისას;

ვ) სატენდერო  დოკუმენტაციით გათვალის წინებულ სხვა შემთხვევებში.

 

  1. სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტის გახსნა, სატენდერო განაცხადის განხილვა და შეფასება

6.1. კონვერტები, რომლებშიც მოთავსებულია სატენდერო განაცხადები, გაიხსნება 2018 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში, ა. მიცკევიჩის ქ. №18-ში.

6.2. პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია დაესწროს სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნას.

6.3. სატენდერო კომისია არ განიხილავს შეფასებისთვის სატენდერო განაცხადს, თუ:

ა) სატენდერო განაცხადის წარმდგენი პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) არ პასუხობს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) მოცემული სატენდერო  განაცხადი არ პასუხობს სატენდერო  დოკუმენტაციის მოთხოვნებს;

გ) სატენდერო  განაცხადი არ არის გაფორმებული და დამოწმებული დადგენილი წესით;

დ) პოტენციურმა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) არ შეიტანა სატენდერო განაცხადის უზრუნველყოფის საშუალება იმ ფორმით, მოცულობითა და იმ პირობებით, რომელიც გათვალისწინებულია სატენდერო  დოკუმენტაციით;

6.4. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო განაცხადების შეფასებისას გამოყენებულ იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სატენდერო  განაცხადის ღირებულება;

ბ) საქონლის მიწოდების ვადები და პირობები;

გ) საქონლის ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და  პირობები;

6.5. პოტენციური მიმწოდებლის მცდელობა ზეწოლა მოახდინოს სატენდერო კომისიის საქმიანობაზე, წარმოადგენს მისი დისკვალიფიკაციის საფუძველს.

6.6. სატენდერო  კომისია აჯამებს ტენდერის შედეგებს სატენდერო  განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

6.7. გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ მიიღება განაცხადით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ყველაზე დაბალი ფასისა და ამ მუხლში მითითებული სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამასთან, ფასის შემცირების მიზნით, დასაშვებია პოტენციურ მიმწოდებლებს შორის ტენდერის ჩატარება აუქციონის სახით.

6.8. სატენდერო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს მიღებული განაცხადები, უარი განაცხადოს გამარჯვებულის გამოვლენაზე და გამოაცხადოს ტენდერი არშემდგარად, თუ მიმწოდებელთა მიერ შეთავაზებული ფასი და შესყიდვის ობიექტის სხვა მახასიათებლები არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს.

 

  1. შესყიდვის ხელშეკრულების დადება

7.1. ტენდერით შერჩეულ (გამარჯვებულ) პოტენციურ მიმწოდებელთან (პრეტენდენტთან) ფორმდება შესყიდვის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.2. ტენდერით შერჩეული (გამარჯვებული) პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ შეტყობინებისა და შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის გადაცემიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ხელს აწერს ხელშეკრულებას ან წერილობით ატყობინებს შემსყიდველს ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის შესახებ.

7.3. თუ მიმწოდებელი გამოცხადებულია ტენდერის გამარჯვებულად და იგი ხელს არ აწერს შესყიდვის ხელშეკრულებას ამ მუხლის 7.2. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დადოს  შესყიდვის ხელშეკრულება ტენდერის სხვა მონაწილესთან, რომლის წინადადება, ამ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარმოადგენს ყველაზე უფრო  ხელსაყრელს გამარჯვებულის წინადადების შემდეგ, რაც დასტურდება ტენდერის შედეგების ოქმით.

7.4. არ დაიშვება ცვლილებების ან/და ახალი პირობების შეტანა შესყიდვის ხელშეკრულების პროექტში ან ხელმოწერილ შესყიდვის ხელშეკრულებაში (გარდა ფასის შემცირებისა), რამაც შესაძლებელია შეცვალოს იმ წინადადების შინაარსი, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებლის შერჩევის საფუძველს. დასაშვებია ცვლილებების შეტანა შესყიდვის ხელშეკრულების პროექტში ან ხელმოწერილ შესყიდვის ხელშეკრულებაში ფასის შემცირების ნაწილში იმ პირობით, რომ ხარისხი, მოცულობა და სხვა პირობები, რაც  წარმოადგენს მიმწოდებლის შერჩევის საფუძველს, დარჩება უცვლელი.

7.5. შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერამდე შემსყიდველი უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკებები ტენდერში გამარჯვებულ პოტენციურ მიმწოდებელთან (პრეტენდენტთან) ხელშეკრულების ფასის შემცირების თაობაზე.

6.6. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში შესაბამის საქონელზე შემცირდა ფასები, შემსყიდველისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესყიდვების ხელშეკრულებაში შესაძლებელია შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება ფასის შემცირების თაობაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #1

 

  • მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღეში.
  • მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადა არანაკლებ მიწოდების დღიდან 3 წელი.
  • მისაწოდებელი ტექნიკის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლები მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.
  • პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.
  • შემოთავაზებულ ბრენდს საქართველოში უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი, რომლებსაც უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 1 წლიანი ოპერირების გამოცდილება, როგორც მწარმოებლის ოფიციალური სერვის ცენტრი.
  • პრეტენდენტ კომპანიას ადგილზე უნდა ყავდეს შემოთავაზებული მწარმოებლის მინიმუმ 1 სერტიფიცირებული სპეციალისტი.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროდუქციის სტარტაპი და შემდგომი კონფიგურაცია

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form )

 

რნ-ბა

2 x სერვერი, თითოეული შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE ProLiant DL360 Gen10 8SFF Server

2

HPE DL360 Gen10 Intel Xeon-Gold 5218 (2.3GHz/16-core/125W) Processor Kit

6

HPE 32GB (1x32GB) Dual Rank x4 DDR4-2933 CAS-21-21-21 Registered Smart Memory Kit

2

HPE 240GB SATA 6G Read Intensive SFF (2.5in) SC 3yr Wty Digitally Signed Firmware SSD

1

HPE StoreFabric SN1100Q 16Gb Dual Port Fibre Channel Host Bus Adapter

1

HPE Smart Array E208i-a SR Gen10 (8 Internal Lanes/No Cache) 12G SAS Modular Controller

1

HPE FlexFabric 10Gb 2-port 534FLR-SFP+ Adapter

2

HPE FlexNetwork X240 10G SFP+ to SFP+ 3m Direct Attach Copper Cable

2

HPE 500W Flex Slot Platinum Hot Plug Low Halogen Power Supply Kit

1

HPE iLO Advanced 1-server License with 3yr Support on iLO Licensed Features

1

HPE 1U Gen10 SFF Easy Install Rail Kit

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE DL360 Gen10 Support

რნ-ბა

1 x მონაცემთა სანახი შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE MSA 2052 SAN Dual Controller SFF Storage

16

HPE MSA 1.2TB 12G SAS 10K SFF(2.5in) Dual Port Enterprise 3yr Warranty Hard Drive

6

HPE MSA 800GB 12G SAS Mixed Use SFF (2.5in) 3yr Warranty Solid State Drive

1

HPE MSA 16Gb Short Wave Fibre Channel SFP+ 4-pack Transceiver

1

HPE Installation and Startup Service

1

HPE MSA Family Startup SVC

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE MSA 2052 Storage Support

რნ-ბა

2 x ოპტიკური კომუტატორი, თითოეული შედეგი კომპლექტაციით

1

HPE SN3000B 16Gb 24-port/12-port Active Fibre Channel Switch

1

2.4m Jumper (IEC320 C13/C14 M/F CEE 22)

12

HPE B-series 16Gb SFP+ Short Wave Transceiver

12

HPE Premier Flex LC/LC Multi-mode OM4 2 fiber 5m Cable

1

HPE Installation SVC

1

HPE LowEnd SAN/Edge Switch/HAFM Inst SVC

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE SN3000B FC Switch Support

რნ-ბა

სასერვერო კარადა შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE 42U 600mmx1075mm G2 Kitted Advanced Pallet Rack with Side Panels and Baying

2

HPE C19 - C20 WW 250V 16Amp Flint Gray 2.0m Jumper Cord

1

HPE 1U 10-pack Black Universal Filler Panel

2

HPE Quarter Turn Hook and Loop 10 Pack Kit

1

HPE Rack Hardware Kit

2

HPE G2 Basic 3.6kVA/IEC C20 Detachable 16A/100-240V Outlets (20) C13 (2) C19/Vertical WW PDU

1

HPE Installation SVC

1

HPE Rack and Rack Options Install SVC

რნ-ბა

2 x სერვერი, თითოეული შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE ProLiant DL360 Gen10 8SFF Server

2

HPE DL360 Gen10 Intel Xeon-Gold 5218 (2.3GHz/16-core/125W) Processor Kit

6

HPE 32GB (1x32GB) Dual Rank x4 DDR4-2933 CAS-21-21-21 Registered Smart Memory Kit

2

HPE 240GB SATA 6G Read Intensive SFF (2.5in) SC 3yr Wty Digitally Signed Firmware SSD

1

HPE StoreFabric SN1100Q 16Gb Dual Port Fibre Channel Host Bus Adapter

1

HPE Smart Array E208i-a SR Gen10 (8 Internal Lanes/No Cache) 12G SAS Modular Controller

1

HPE FlexFabric 10Gb 2-port 534FLR-SFP+ Adapter

2

HPE FlexNetwork X240 10G SFP+ to SFP+ 3m Direct Attach Copper Cable

2

HPE 500W Flex Slot Platinum Hot Plug Low Halogen Power Supply Kit

1

HPE iLO Advanced 1-server License with 3yr Support on iLO Licensed Features

1

HPE 1U Gen10 SFF Easy Install Rail Kit

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE DL360 Gen10 Support

რნ-ბა

1 x მონაცემთა სანახი შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE MSA 2052 SAN Dual Controller SFF Storage

16

HPE MSA 1.2TB 12G SAS 10K SFF(2.5in) Dual Port Enterprise 3yr Warranty Hard Drive

6

HPE MSA 800GB 12G SAS Mixed Use SFF (2.5in) 3yr Warranty Solid State Drive

1

HPE MSA 16Gb Short Wave Fibre Channel SFP+ 4-pack Transceiver

1

HPE Installation and Startup Service

1

HPE MSA Family Startup SVC

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE MSA 2052 Storage Support

რნ-ბა

2 x ოპტიკური კომუტატორი, თითოეული შედეგი კომპლექტაციით

1

HPE SN3000B 16Gb 24-port/12-port Active Fibre Channel Switch

1

2.4m Jumper (IEC320 C13/C14 M/F CEE 22)

12

HPE B-series 16Gb SFP+ Short Wave Transceiver

12

HPE Premier Flex LC/LC Multi-mode OM4 2 fiber 5m Cable

1

HPE Installation SVC

1

HPE LowEnd SAN/Edge Switch/HAFM Inst SVC

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE SN3000B FC Switch Support

რნ-ბა

სასერვერო კარადა შემდეგი კომპლექტაციით

1

HPE 42U 600mmx1075mm G2 Kitted Advanced Pallet Rack with Side Panels and Baying

2

HPE C19 - C20 WW 250V 16Amp Flint Gray 2.0m Jumper Cord

1

HPE 1U 10-pack Black Universal Filler Panel

2

HPE Quarter Turn Hook and Loop 10 Pack Kit

1

HPE Rack Hardware Kit

2

HPE G2 Basic 3.6kVA/IEC C20 Detachable 16A/100-240V Outlets (20) C13 (2) C19/Vertical WW PDU

1

HPE Installation SVC

1

HPE Rack and Rack Options Install SVC

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი # 2

 

  • მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღეში.
  • მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადა არანაკლებ მიწოდების დღიდან 3 წელი.
  • მისაწოდებელი ტექნიკის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლები მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.
  • პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტ კომპანიას ადგილზე უნდა ყავდეს შემოთავაზებული მწარმოებლის მინიმუმ ექსპერტის დონის 1 სერტიფიცირებული სპეციალისტი .
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროდუქციის სტარტაპი და შემდგომი კონფიგურაცია
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form )

 

Description

Qty

Cisco ISR 4331 Sec bundle w/SEC license

2

SNTC-8X5XNBD Cisco ISR 4331 Sec bundle w/SEC license (duration 36 month)

2

IP Base License for Cisco ISR 4330 Series

2

AC Power Supply for Cisco ISR 4330

2

AC Power Cord (Europe), C13, CEE 7, 1.5M

2

Security License for Cisco ISR 4330 Series

2

4G Flash Memory for Cisco ISR 4300 (Soldered on motherboard)

2

4G DRAM (1 x 4G) for Cisco ISR 4300

2

Blank faceplate for NIM slot on Cisco ISR 4400

4

Removable faceplate for SM slot on Cisco 2900,3900,4400 ISR

2

Cisco ISR 4300 Series IOS XE Universal

2

U.S. Export Restriction Compliance license for 4330 series

2

ISR 1101 4 Ports GE Ethernet WAN Router

12

SNTC-8X5XNBD ISR 1101 4 Ports GE Ethernet WAN Router (duration 36 month)

12

1109 M2M Power Supply iTemp 30 Watt AC

12

Cisco ISR 1100 Series IOS XE Universal

12

IP Base License for Cisco ISR 1100 4P Series

12

Security License for Cisco ISR 1100 4P Series

12

AC Power Cord (Europe), C13, CEE 7, 1.5M

12

Cisco ISR 4331 (3GE,2NIM,1SM,4G FLASH,4G DRAM,IPB)

2

SNTC-8X5XNBD Cisco ISR 4331 (2GE,2NIM,1SM,4G FLASH,4G (duration 36 month)

2

IP Base License for Cisco ISR 4330 Series

2

AC Power Supply for Cisco ISR 4330

2

AC Power Cord (Europe), C13, CEE 7, 1.5M

2

4G Flash Memory for Cisco ISR 4300 (Soldered on motherboard)

2

4G DRAM (1 x 4G) for Cisco ISR 4300

2

Blank faceplate for NIM slot on Cisco ISR 4400

4

Removable faceplate for SM slot on Cisco 2900,3900,4400 ISR

2

Cisco ISR 4300 Series IOS XE Universal

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Description

Qty

Aruba 2530 8G Switch

2

  INCLUDED: Power Cord - Europe localization

2

Aruba 5406R zl2 Switch (Management Module Included)

1

Aruba 5400R 700W PoE+ zl2 PSU

2

  INCLUDED: Power Cord - Europe localization

2

Aruba 5400R zl2 Management Module

1

Aruba 12p PoE+ / 12p 1GbE SFP v3 zl2 Mod

2

HPE 5700 40XG 2QSFP+ Switch

2

HPE 3Y FC NBD FF 5700 SVC  [for JG896A]

2

HPE 58x0AF Frt(prt) Bck(pwr) Fan Tray

4

HPE 58x0AF 650W AC Power Supply

4

  INCLUDED: Power Cord - Europe localization

4

HPE X130 10G SFP+ LC SR Transceiver

4

HPE X120 1G SFP RJ45 T Transceiver

8

HPE X240 40G QSFP+ QSFP+ 1m DAC Cable

2

Aruba 2530 48G PoE+ Switch

9

  INCLUDED: Power Cord - Europe localization

9

 

Description

Qty

FortiGate-100E Hardware plus 3 Year 8x5 FortiCare and FortiGuard Unified (UTM) Protection

2

FortiGate-300E Hardware plus 3 Year 8x5 FortiCare and FortiGuard Unified (UTM) Protection

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #3

  • მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღეში.
  • მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადა არანაკლებ მიწოდების დღიდან 3 წელი.
  • მისაწოდებელი ტექნიკის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლები მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.
  • პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.
  • შემოთავაზებულ ბრენდს საქართველოში უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი, რომლებსაც უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 1 წლიანი ოპერირების გამოცდილება, როგორც მწარმოებლის ოფიციალური სერვის ცენტრი.
  • პრეტენდენტ კომპანიას ადგილზე უნდა ყავდეს შემოთავაზებული მწარმოებლის მინიმუმ 1 სერტიფიცირებული სპეციალისტი.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form )

სერვერი ERP  სისტემისათვის

რნ-ბა

HPE ProLiant DL360 Gen10 8SFF Configure-to-order Server

1

HPE DL360 Gen10 8SFF CTO Server

1

HPE DL360 Gen10 Intel Xeon-Silver 4208 (2.1GHz/8-core/85W) FIO Processor Kit

1

HPE DL360 Gen10 Intel Xeon-Silver 4208 (2.1GHz/8-core/85W) Processor Kit

1

Factory Integrated

1

HPE 16GB (1x16GB) Dual Rank x8 DDR4-2933 CAS-21-21-21 Registered Smart Memory Kit

6

Factory Integrated

6

HPE 960GB SATA 6G RI SFF SC DS SSD

8

Factory Integrated

8

HPE 800W Flex Slot Platinum Hot Plug Low Halogen Power Supply Kit

2

Factory Integrated

2

HPE 1U Gen10 SFF Easy Install Rail Kit

1

Factory Integrated

1

Microsoft Windows Server 2016 (16-Core) Standard Reseller Option Kit English SW

1

HPE 3Y Foundation Care NBD SVC

1

HPE DL360 Gen10 Support

1

 


Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
Message

ONLINE SUPPORT