თქვენს გვერდით სასტიკი მკვლელია!

2018-04-18 15:26:47

თქვენს გვერდით სასტიკი მკვლელია! 
გაინტერესებთ რა არის CO და რატომ არის ის საშიში? 
მისი სრული სახელი ნახშირბადის მონოქსიდია. ისე კი „ცეო“-ს(CO) ეძახიან. საშინლად ცუდი რეპუტაციის გამო, მას ზედმეტსახელად „მხუთავი აირიც“ შეარქვეს. „ცეო“ აირია, ცუდი აირი. ის ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. ყველაფერი რაც იწვის საბოლოოდ ამ აირს გამოყოფს. თუ ეს პროცესი სადმე დახურულ სივრცეში, უვენტილაციო პირობებში მოხდა ის უკვე ძალზედ სახიფათოა. სახიფათო და სასიკვდილოა.
აი რატომ - როგორც კი ნახშირბადის მონოქსიდი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ის სისხლის წითელ უჯრედებს „უტევს“ და ამ უჯრედებზე ჟანგბადის ადგილს იკავებს, რომელსაც სრულად ანაცვლებს. ამის გამო ადამიანის ორგანოებს, ქსოვილებსა და ტვინს ჟანგბადის ნაცვლად „ცეო“ მიეწოდება. საბოლოოდ კი ეს რითი სრულდება ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას არც სუნი აქვს და არც ფერი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნახშირბადის მონოქსიდი - „ცეო“, მეტსახელად „მხუთავი აირი“ მკვლელია, თან სასტიკი მკვლელი. ამიტომ მეტად ყურადღებით იყავით, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაუჯერეთ „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალისტებს და მათი რჩევები გაითვალისწინეთ.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება