მთავარი / ჩვენს შესახებ

უსაფრთხოების წესები

კატეგორიულად აკრძალულია:

 

  1. გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსოდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსოშივე რჩება);
  2. ნებისმიერი ხელსაწყოთი და მეთოდით ბუნებრივი გაზის დატაცება:  გაზის მრიცხველზე ლუქის ახსნა, ანათვალის ჩამოყრის მცდელობა;
  3. ყველა სახის არასტანდარტული თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;
  4. გაზის ხელსაწყოების და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დანგრევა);
  5. გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
  6. ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
  7. გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოდან გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება;
  8. დასასვენებლად ან დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით გამთბობი ღუმელი;
  9. სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება (გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების  ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი);
  10. წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.

გახსოვდეთ, რომ:

  • უსაფრთხოების წესების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
  • პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.
  • მოქალქეების მიერ უსაფრთხოების წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

პატივცემულო მომხმარებლებო!

გთხოვთ, დაიცვათ გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები.

                               


  • ნახვები5643