მთავარი / სიახლეები

უსაფრთხოების მასშტაბური სამუშაოები დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე

2018-06-26 18:58:45

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგების მიზნით, აგრძელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
მორიგი სამუშაოების ფარგლებში 26 ივნისს, ღამის 12 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „მრავალჟამიერის“ მიმდებარედ, დაგეგმილია Dn 500 მმ-იანი გაზსადენის რეაბილიტაცია. 
აღნიშნული გაზსადენი ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 60-იან წლებში შევიდა და მას შემდეგ სარემონტო ან სხვა სამუშაოები არ ჩატარებია. თბილისის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელია ამ კოროზირებული გაზსადენის შეცვლა. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოხდება მილის კოროზირებული მონაკვეთების შეცვლა გაცილებით უფრო გამძლე და უსაფრთხო პოლიეთილენის მილით. 
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება არ შეფერხდება. 10 დღის განმავლობაში მტკვრის მარცხენა სანაპიროს აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
„ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამუშაოები დედაქალაქის გაზმომარაგების მეტი უსაფრთხოებისთის ხორციელდება.


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება