მთავარი / სიახლეები

წარჩინებული სტუდენტების პრაქტიკა, სტაჟირება და დასაქმება - კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2019-04-01 21:53:16

 წარჩინებული სტუდენტების პრაქტიკა, სტაჟირება და დასაქმება - კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი ორი ნაწილისგან შედგება. 

 პირველი ნაწილი ითვალისწინებს სამშენებლო, სამთო-გეოლოგიური და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტების პრაქტიკასა და დასაქმებას.

 მემორანდუმის მეორე ნაწილი უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში მომზადდა. სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებთან ერთად, აბონენტების გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შესამოწმებლად ივლიან.

 ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება