მთავარი / სიახლეები

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის

2018-09-13 18:02:39

დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 14 სექტემბერს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეგმავს გაზმომარაგების დროებით შეზღუდვას შემდეგ მისამართებზე:

  • მთაწმინდაზე, ანტონ კათალიკოსის ქ. 14, 16 - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე;
  • ვაკეში, ცხვედაძის ქ. 2/20, 40, 58გ - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე;
  • კრწანისში, გორგასლის 73, 75, 79, 79ა, 81, 83 და მიმდებარედ კერძო სექტორის ნაწილი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
  • სოფელ შინდისში, მებაღეობის კერძო სექტორის ნაწილი - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე;
  • ნუცუბიძეზე, III მიკრორაიონის 3 კვარტლის 2-ე კორპუსი - 11:00-დან 17:30 საათამდე;
  • საბურთალოზე, ბურძგლას ქ. 74 – 11:00-დან 14:30 საათამდე;
  • ჩუღურეთში, რომის ქ.1 – 11:00-დან 16:00 საათამდე;
  • გლდანში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1 და მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი - 10:30 საათიდან 18:00 საათამდე;
  • გლდანში, I მიკრორაიონის 2ა კორპუსი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
  • ვაზისუბანში, IV მიკრორაიონის I კვარტლის 1, 3, 4, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16 კორპუსები, II კვარტლის 3, 5, 9, 10, 11 კორპუსები, ვაზისუბნის 2ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15ა, 16ა, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 26, 27 კორპუსები და მიმდებარედ კერძო სექტორის ნაწილი - 11:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამგორში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგში 4-ე კორპუსი - 11:00 საათიდან 16:30 საათამდე;
  • სამგორში, ჯავახეთის ქ. 2, 4, 6, 8, 10, ჯავახეთის 1შ. 1, 1შ. 2, 1შ. 3, 1შ. 4, 1შ. 4ა, შ. 5, 1შ. 7, 1შ. 9, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგში 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15 კორპუსები - 11:00 საათიდან 18:00 საათამდე;

ასევე შეგახსენებთ, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში, სარეკონსტრუქციო და ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოები დასრულებულია, რის გამოც 13 სექტემბერს შეზღუდული გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები იწარმოებს 14 სექტემბრის 09:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი, საირმის 16, შევარდენიძის ქ., ასათიანის ქ, ზაქარიაძის, კარტოზიას ქ.,  თამარაშვილის ქ. 13, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხი და შესახვევი, შალვა ნუცუბიძის ქ. 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისი, დელისის III ქუჩა, ნადარეიშვილის ქ. 8ა, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების  კერძო სექტორის ნაწილი.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება