ყაზტრანსგაზ-თბილისი დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს

2018-11-04 07:00:25

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიაყაზტრანსგაზ-თბილისმაგანახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სრულად შეცვალა გაზგამანაწილებელი ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და კომპანია ახორციელებს ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 5 ნოემბერს, 9:00 საათიდან დროებით შეეზღუდება გაზმომარაგება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს, კერძოდ: საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი, საირმის 16, შევარდენიძის ., ასათიანის , ზაქარიაძის, კარტოზიას ., თამარაშვილის . 13, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57, 59, 61, 63, 65, 67, .ფშაველას გამზირი 37, 39, .ფშაველას ჩიხი და შესახვევი, შალვა ნუცუბიძის . 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისი, დელისის III ქუჩა, ნადარეიშვილის . 8, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სამედიცინო უნივერსიტეტი, ავერსის კლინიკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვა. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.

კომპანიაყაზტრანსგაზ - თბილისიბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება