მთავარი / სიახლეები

ყაზტრანსგაზ-თბილისი ოდორიზაციის კონტროლს იწყებს

2018-08-08 17:47:45
ყაზტრანსგაზ-თბილისი ოდორიზაციის კონტროლს იწყებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის გადაწყვეტლებით ოდორიზების მაკონტროლებელი ლაბორატორიამ, რომელიც ათი წლის წინ გაუქმდა მუშაობა განაახლა.
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მეშვეობით, კომპანია დამოუკიდებლად აკონტროლებს ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს და ტექნიკურ მახასიათებლებს. 
გაზის ოდორიზაცია აუცილებელია მეტი უსაფრთხოების მიზნით. ბუნებრივ გაზს არც ფერი აქვს და არც სუნი. გაზის გაჟონვის გამოვლენის მიზნით მასში ოდორანტს, სპეციფიური სუნის მიმცემ სპეციალურ ნივთიერებას - ეთილმერკოპტანს ურევენ. ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია მუდმივად მიმდინარეობს და მასში სუნის მიმცემ ნივთიერებას განსაზღვრული დოზით ურევენ. 
საქართველოს კანონმდებლობით ამ პროცედურას და მის ხარისხზე კონტროლს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ახალი ლაბორატორიის მეშვეობით ხარიხსის და დოზირების კონტროლი კომპანიას დამოუკიდებლად შეუძლია. 
„ყაზტრანსგაზ - თბილისი“
სითბო და მზრუნველობა


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება