"ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადება

2019-02-03 21:23:20

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 თებერვლის 23:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გაზმომარაგება შემდეგ მისამართებზე: აეროპორტის, ორხევის, ლოჭინის, თეთრიხევის დასახლებები, ლილოში საქნავთის, ფრანგულიანის, სტურუას ქუჩები, ლილოს დასახლებაში მდებარე კორპუსები, სოფლები ნასაგური, წინუბანი, ალექსეევკა, სოფელი დიდი ლილოს კერძო სექტორი, აეროპორტის ჩიხები. გაზმომარაგების შეზღუდვა შეეხება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებად კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 5 თებერვლის დღის 13:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@ktg-tbilisi.ge
შეტყობინება

ონლაინ დახმარება